წმ. ილია მართალი

ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჩვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს

ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჩვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადაუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი, და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისთთვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანობის თავმოწონებით ვეძახით.
 
0