
ავტორი:
ილია II
თემა:
საქართველო
ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიწვდომელია, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისევე
ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიწვდომელია, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისევე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთავრისა. მასშია მთელი საქართველო. გაზაფხულზე გაშლილი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლადმოსული მზის ცხოველსმყოფელი სხივივით საამო, ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვითარცა დავით აღმაშენებელის ხმალი, ძლიერია, როგორც სვეტიცხოველი და ნაზი, ვით ყვავილზე მარგალიტით დაკიდული დილის ნამი.
|