
ავტორი:
წმ. ილია მართალი
თემა:
საქართველო
ჩვენი წინაპარნი ქართველნი იყვნენ ისეთნი, როგორიც უნდოდა იმ დროს: მტრისა და მოყვარის დამხვედრნი.
ჩვენი წინაპარნი ქართველნი იყვნენ ისეთნი, როგორიც უნდოდა იმ დროს: მტრისა და მოყვარის დამხვედრნი. გარშემო ეხვიათ მტრები და ნოეს მტრედსავით ეს მშვენიერი ხალხი თავის მშვენიერი მიწა-წყლითა იყო ქრისტიანობის მახარებელად მაჰმადიანობით მოდებულ მტერთა შორის. მაშინდელი ქართველისათვის ორი გზა იყო: ან ქრისტიანობა, ან არა და ვაჟკაცური სიკვდილი იმავე ქრისტიანობისათვის; ან ქართველობა, ან არა და ხმლის პირზედ გულის შეთლა. რომ იმათ ქრისტიანობაც და ქართველობაც ჩვენ შეურყევლად გადმოგვცეს, ამას დღევანდელი დღე გვიმტკიცებს.
|