ავტორი:
დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი
თემა:
კეთილი საქმეები
... ადამიანს ღმერთმა მისცა თავისუფალი ნება, არჩევანი შენ უნდა გააკეთო, შენს მაგივრად ამას ვერავინ
... ადამიანს ღმერთმა მისცა თავისუფალი ნება, არჩევანი შენ უნდა გააკეთო, შენს მაგივრად ამას ვერავინ გაკეთებს, ღმერთმა ყველაფერი მოგანიჭა, რომ არჩევანი იყოს კეთილგონიერი და შენი სულის მაცხოვნებელი, ხატება და მსგავსება მოგცა, უკანასკნელ მხოლოდშობილი ძე დაგიკლა, ბევრი რამ კიდევ არ სთქვა რა მოგანიჭა, რა სიკეთეები მოგმადლა უფალმა ღმერთმა. იგი ყოველნაირად განაწყობს შენს შეგნებას, შენს მეობას და შენს თავისუფალ ნებას, რომ მიიღო სწორუპოვერი გადაწყვეტილება, და თუ შენ წარწყმდები, წარწყმდები არა იმიტომ, რომ ღმერთმა დაგღუპა, არამედ იმის გამო, ყოველი, რაც მაინ მოიმოქმედა, შენ არად ჩააგდე და ხელი აუკარ ღვთიურ წყალობაზე. "თავი თვისით იქნები დასჯილი" - როგორც მოციქული პავლე ამბობს.
|