და მაინც, როგორ უნდა გავიგოთ სახარებაში აღწერილი საშინელი სამსჯავრო, როგორ აღესრულება ხალხთა

და მაინც, როგორ უნდა გავიგოთ სახარებაში აღწერილი საშინელი სამსჯავრო, როგორ აღესრულება ხალხთა უკანასკნელი ქრისტესმიერი საშინელი განკითხვა, რო, ელიც საბოლოო განაჩენს გამოუტანს ყოველ ჩვენგანს, საბოლოოდ გადაწყვეტს ყოველი ჩვენგანის ბედს? მაგრამ უკანასკნელი საშინელი სამსჯავროს აღსრულებას, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, წინ უძღვის მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომა, აღდგომა ყოველთა გარდაცვალებულთა, სამყაროს დასაბამიდან ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. აღდგომა მათი, ვინც განისვენებენ საფლავებში, განურჩევლად იმისა, თუ რა სახით ეწია მათ სიკვდილი. ერთი სიტყვით, განსხვავება არ იქნებ, ბუნებრივი სიკვდილით აღესრულნენ ისინი, წყალში დაიხრჯვნენ, ცეცხლში დაიწვნენ, თუ მტრის სახვრალი ხელით დაასრულეს თავიანთი ამქვეყნიური სიცოცხლე. ადამიანთა გახრწნილი და გაქვავებული გვამები კვლავ აღდგებიან თავიანთი პირვანდელი სახით, მაგრამ ეს გვამები მიიღებენ მომავალი ცხოვრებისათვის შესატყვის განახლებულ სახეს. ყოველი გარდაცვალებული ადამიანის სული კვლავ დაუბრუნდება პირვანდელ ხორციელ გარსს და როგორც იოანე ღვთისმეტყველი გვასწავლის: "მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყვანი ძისა ღმრთისანი; და რომელთა ისმინენ, ცხონდნენ... და გამოვიდოდიან კეთილისმოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტისმოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა" (იო. 5, 25,29).
 
0