მიცვალებულთა გაცოცხლების პროცესის შესახებ საყურადღებო ამბებს გადმოგვცემს ღვთივგანბრძნობილი

მიცვალებულთა გაცოცხლების პროცესის შესახებ საყურადღებო ამბებს გადმოგვცემს ღვთივგანბრძნობილი წინასწარმეტყველი ეზეკიელი. წინასწარმეტყველის ეს მონათხრობი თითქმის სრულიად გადმოგვცემს მიცვალებულთა აღდგომის არსს საშინელი სამსჯავროს დადგომას რომ უძღვის წინ. და აი, ერთხელაც უფალმა გაიყვანა წინასწარმეტყველი ეზეკია ტრიალ მინდორზე, რომელიც გამხმარი ძვლებით იყო სავსე:
    "მითხრა: ადამის ძევ! თუ გაცოცხლდება ეს ძვლები? ვთქვი, - უფალო ღმერთო, შენ იცი-მეთქი. მითხრა, უწინასწარმეტყველე ამ ძვლებს და უთხარი მათ: გამხმარო ძვლებო, ისმინეთ უფლის სიტყვა! ასე ეუბნება უფალი ღმერთი ამ ძვლებს: აჰა, შევიყვან თქვენში სულს და გაცოცხლდებით. მოგცემთ ძარღვებს, შეგასხამთ ხორცს და კანს გადაგაკრავთ, სულს ჩაგიდგამთ და გაცოცხლდებით; მშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ. ვიწინასწარმეტყველე, როგორც მიბრძანა. გაისმა ხმა, როცა წინასწარვმეტყველებდი და, და აჰა, შეიქმნა ზანზარი და ძვალი ძვალს მიედგა. დავინახე: აჰა, ძარღვები ჩნდება მათზე, ესხმით ხორცი და ზედ კანი ეკვრით, მაგრამ სული არა არის მათში. მითხრა: უწინასწარმეტყველე სულს, უწინასწარმეტყველე, ადამის ძევ, სულს, ასე ამბობს უფალი-თქო უფალი ღმერთი: ოთხივე ქარიდამ მოდი, სულო და შთაებერე ამ დახოცილებს, რათა გაცოცხლდნენ. მეც ვიწინასწარმეტყველე, როგორც მებრძანა და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ; და წამოდგა ფეხზე დიდძალი ლაშქარი..." (ეზეკ. 37, 3-10).
    "ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაი დიდებითა თვისითა" - გვეუბენბა უფალი იესო ქრისტე საშინელი სამსჯავროს მოსვლის შესახებ, - "და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თვისისათა" (მით. 25,31). იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა, რომელიც იქნება მისი პირველი მოსვლისაგან ძირეულად განსხვავებული. პირველად იგი ამქვეყნად მოვიდა თავმდაბალი და მონასავით მორჩილი, რათა ეხსნა კაცობრიობა ცოდვებისაგან, მოუწოდებდა რა მათ სინანულისაკენ. მისი დიდებით მეორედ მოსვლა კი იქნება იმისათვის, რათა აღასრულოს საშინელი სამსჯავრო ადამიანთა მოდგმის მიმართ. როდესაც იესო ქრისტე ამქვეყნად განკაცებული მოვიდა და მიმოდიოდა, იყო მშიერ-მწყურვალი, უსახლკარო, შიშველი, დევნილი, წამებული და ჯვარცმული. იესო ქრისტემ მეორედ მოსვლა კი იქნება განსხვავებული, იგი მჯდომარე იქნება დიდების ტახტზე, უფალი და ღმერთი ცოცხალთა და მკვდართა, თავდადებული დამცველი თავისივე დამკვიდრებული ქრისტიანული კანონებისა, რომლებსაც ადამიანები არღვევდნენ ნებსით თუ უნებლიედ. იესო ქრისტე იქნება გულთამხილველი, რომელმაც იცის ადამიანთა ყოველგვარი კეთილი თუ უკეთური საქმე, ყოველი ადამიანის გულისნადები, აზრები და სურვილები. იესო ქრისტე, მიუკერძოებელი მოსამართლე, გაასამართლებს ყველას თავისი საქმეების მიხედვით. მოწმეების სახით საშინელ სამსჯავროზე იესო ქრისტესთან ერთად იქნებიან ანგელოზთა დასები: - და შეკრბენ წინაშე მისსა ყოველნი ნათესავნი, და გამოარჩევს მათ ერთმანეთისაგან მათი საქმეების მიხედვით, ბოროტი ადამიანებისაგან კეთილ ადამიანებს, მართლებს ცოდვილებისაგან, ისე, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან და დააყენებს ცხვერბს ე.ი. ადამიანებს, რომლებიც მთელი თავიანთი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე ერთგულად და მორჩილად მიჰყვებოდნენ ქრისტეს მოძღვრებას თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს, ე.ი. ადამიანებს, რომლებმაც არ მიიღეს ქრისტემ მოძღვრება ან არღვევდნენ ქრისტიანულ მცნებებს, ერთი სიტყვით ცოდვილებს, - თავის მარცხნივ. "მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამის ჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის განმაზდებული ქვეყნის დასაბამიდან" (მთ, 25, 34), რადგან თქვენ ეს დაიმსახურეთ, რადგან, როცა მე მშიოდა, მომეცით საჭმელი, როცა მწყუროდა, წყალი მასვით, როცა შიშველი ვიყავი, ტანსაცმელი მომეცით, როცა სნეული ვიყავი, მიპატრონეთ, როცა დევნილი ვიყავი - შემიწყნარეთ".
 
0