წმ. იოანე კრონშტადტელი - რწმენა
წმ. იოანე კრონშტადტელი

თემა: რწმენა

ლოცვის დროს არის წუთები, როცა კაცს სულის მომაკვდინებელი წუხილი და წყვდიადი ედება გულზე და მიზეზიც ამისა ურწმუნოება გახლავთ (ურწმუნოება სიბნელეა). ნუ შეუშინდებით ასეთ წუთებს, გაიხსენე, რომ თუკი შენში ჩაქრა ღვთაებრივი ბრწყინავი შუქი, იგი მუდმივად, მთელი თავისი ბრწყინვალებითა და დიდებულებითაა დაუნჯებული ღმერთში, მის ეკლესიაში, ზეციურსა და მიწიერში, დროებით სოფელში. ყველგან ერთი "სამარადისოი იგი ძალი მისი და ღმრთეებაი" (რომ.1,20). არ იფიქრო, ჭეშმარიტებას მოაკლდეს რამე, ჭეშმარიტება არ უძლურდება: ღმერთი თავადაა ჭეშმარიტება და ყველაფერს, მასში არსებულს, თავისი საფუძველი და მიზეზი აქვს. უძლურდება შენი გული ჭეშმარიტების მიმართ, შენი სუსტი, ცოდვილი და დაბნელებული გული, რომელიც ვერ შვება, ყოველთვის ვერ უსწორებს თვალს ძლიერ შუქს, ელვარებასა და სიკაშკაშეს, არ შეუძლია ამის ატანა და დატევნა განუწტვეტლივ და ამის ძალაც მხოლოდ მაშინ ეძლევა, თუკი განწმენდილია, ან იწმინდება ცოდვებისაგან, რაც გახლავთ უპირველესი მიზეზი სულიერი სიბნელისა. ამის ყველაზე ნათელ მაგალითად, შორს რომ არ ვიაროთ, შენი თავი იგულე: როცა ღვთის რწმენის შუქი ან ჭეშმარიტება ისადგურებს შენში, გული მტკიცეა, ცოცხალია და ძლიერია... და როგორც კი უწყდება ეს კავშირი გულს, მაშინ შფოთვას ეძლევა, ლერწმის ღერივითაა, უსიცოცხლოა და ქარი აქეთ-იქით აქანებს. ნუ მიაქცევ ყურადღებას მაგ სატანურ სიბნელეს, პირჯვრის წერით ამოიგდე ის გულიდან.
image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები