
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
წყარო:
ჩემი ცხოვრება ქრისტეში [გვ. 27]
თემა:
რწმენა
მთელი ცხოვრება რომ მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდებოდეს და აქედან ხუთი - სულიერი მშვიდობისა და მეორე
მთელი ცხოვრება რომ მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდებოდეს და აქედან ხუთი - სულიერი მშვიდობისა და მეორე ხუთი - სულის წუხილისა და მწუხარებისა იყოს, მაშინაც კი, ასე უნდა ვამბობდე: დიახაც, უეჭველია, რომ მყავს სიცოცხლისმომცემელი და ზრუნავს ჩემზე ჩემთვის ცხოვრებისმომნიჭებელი. ასევე მტკიცედ უნდა ვამბობდე, რომ არსებობს ქვეყნად ის (ქრისტე), ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილზე. და ის ხუთი უსიამოვნო წამი ამ ღმერთის საწინააღმდეგო არსებიდან უნდა მოდიოდეს, იმიტომ, რომ ვერ ექნება ერთი მიზეზი ურთიერთგამომრიცხავ მოვლენებს. ჩემი ცოდვილი სულიერი ცხოვრების ასი წლიდან კი სამოცდაათი ღმერთს ეკუთვნის, ოცდაათი - ეშმაკს. ჰოდა, როგორ იქნება, რომ არ ვხედავდე და მუდმივად თვალწინ არ მყავდეს ჩემი კეთილისმყოფელი, როგორ უნდა ორჭოფობდეს ჩემი ცოცხალი რწმენა მის მიმართ.
|