ერთ იგავში ხომ იცით რა უწოდა უფალმა წარმართებს, ურწმუნოებს ისინი ღორებს შეადარა. ღორთა და ძაღლთა

ერთ იგავში ხომ იცით რა უწოდა უფალმა წარმართებს, ურწმუნოებს ისინი ღორებს შეადარა. ღორთა და ძაღლთა მარგალიტი არ დაუყაროთო და იოანე ოქროპირი როგორც განმარტავს, ძაღლი არისო ათეისტი მწვალებელი, უღმერთო ადამიანი, ხოლო ღორი შეადარა სექტანტებს. ღორი ხომ ყველაფერს ჭამს, ყველაფერზე მიდის. აი, ხედავ, ცხვირწინ დაუდებ სახარებას, გადაუშლი გონების თვალს დაადებინებს ეუბნები, რომ ცდება; ის მაინც თავისას გაიძახის. ეს გავს იმ ღორს, რომელიც ყველაფერს კადრულობს, თვით სახარების დამახინჯებას, უფლის დამცირებას თავისი ამპარტავნების, სიზვიადის და უმეცრების გამო. და რამდენ ადამიანს აბრკოლებს ასეთი, ამიტომ დაისჯება. პირველყოვლისა, დაისჯება იმიტომ, რომ სხვებს აბრკოლებს და მერე საკუთარ თავსაც.
 
თემატური კითხვები
0