
ავტორი:
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
თემა:
სექტანტობა
სექტების აბსოლუტური უმრავლესობა ახალი შექმნილია. თითოეულის სათავეში კონკრეტული პიროვნებები დგანან.
სექტების აბსოლუტური უმრავლესობა ახალი შექმნილია. თითოეულის სათავეში კონკრეტული პიროვნებები დგანან. სექტის წევრი, პაქტობრივად, ამ სექტის მამამთავრის, ანუ კონკრეტული ადამიანის მიმდევარი ხდება. ყოველი ცრუ რელიგიური რელიგიური მიმდინარეობის დამააარსებლის გარშემო ლეგენდები ქიმენაბ. თუ სექტა "ქრისტიანულია", მაშინ ამბობენ, რომ, თითქოს, მის დამაარსებელს გამოეცხადა ღმერთი, მხოლოდ მას მისცა ჭეშმარიტი ცოდნა და მხოლოდ მისი მიმდევრები გადარჩებიან. ასეთი სექტა მრავალია. ისინი ერთმანეთს არ სცნობენ. თითოეული იჩემებს, რომ მხოლოდ იგი ფლობს ჭეშმარიტებას და თავიანთი სიმართლის დამადასტურებლად მათ "უძლიერესი" არგუმენტი მოჰყავთ - ღმერთმა გვერდი აუარა საკუთარი სისხლით დაარსებულ ეკლესიას, უგულებელყო წმიდა მოციქულთა სწავლება და მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის დამაარსებელს გამოუცხადა ჭეშმარიტებ. სამწუხაროდ, ამგვარი იდეაფიქსის მატარებელია ყველა მგზნებარე სექტანტი, რის გამოც მათი სულიერი მდგომარეობა მეტად მძიმეა.
|