თემა: სიმდიდრე

კეთილდღეობას და სიმდიდრეს, როგორც ბედნიერების შემადგენელ ნაწილს, გასაკიცხი არაფერი აქვს. მათ, როგორც

კეთილდღეობას და სიმდიდრეს, როგორც ბედნიერების შემადგენელ ნაწილს, გასაკიცხი არაფერი აქვს. მათ, როგორც სიკეთის გამოვლინებათ, საწყისი მიზეზი ღმერთში აქვს. უფალი არ კიცხავს მათ მიმღებთ მოპოვებულის გამო და არც შურის აღძვრას უწონებს ასეთი ადამიანებისადმი ვინმეს. მაშინ ექვემდებარება გამომდინარებული უფლის მართლმსაჯულებას, როდესაც ამ სიკეთეთა მოსაპოვებლად უმსგავსობას მიმართავს. ან კიდევ გაჭირვებული ადამიანის დახმარებისათვის გაასასტიკებს ქველმოქმედების უნარს. აი, საზომი გამდიდრებულის კეთილსინდისიერებისა. როდესაც ქველმოქმედების მოვალეობას ეხება საუბარი, ეს თანაბრად ვრცელდება მდიდრებზეც, ღარიბ-ღატაკზეც, საშუალე ფენის წარმომადგენელზეც. ერთმანეთისადმი დახმარებისა და თანადგომის გამოჩენა უფალმა ყველა ადამიანის მოვალეობად დაადგინა. თუ რატომ არის ეს განსაკუთრებულად აუცილებელი, ძალზედ მკაფიოდ და ნათლადაა ასახული წმიდა წერილის სულისკვეთებაში. იმდენად, რომ მაცხოვარი თითოეული ჩვენგანისადმი გაწეულ დახმარებას, იქნება ეს მატერიალური თუ სულიერი, მისადმი გაწეულ მოქმედებად აფასებს: "... მოდით, ჩემი მამის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ სოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი. რადგან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ... რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ" (მათე 25, 34-40)
 
თემატური კითხვები
0