წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: სიმდიდრე

სიმდიდრე თავისთავად ვერც აცხოვნებს და ვერც წარწყმედს კაცს, არამედ მოხმარება სიმდიდრისა; მსგავსადვე

სიმდიდრე თავისთავად ვერც აცხოვნებს და ვერც წარწყმედს კაცს, არამედ მოხმარება სიმდიდრისა; მსგავსადვე სიღარიბეც. სულის ცხონება სასოებასა და სარწმუნოებაზეა დამოკიდებული. ვისაც ისინი აქვს, ცხოვრებისათვის იგი სიმდიდრესაც მოიხმარს და სიღარიბესაც. სიმდიდრეს ღმერთი ადამიანს იმიტომ აძლევს, რომ მისით ადიდოს იგი. როგორ? ღარიბთა და საწყალთა კაცთა შეწევნით, რომელთაც საჭმელ-სასმელიც აკლიათ, სამოსელიც და სულიერი ნუგეშიც. მდიდარი სიმდიდრეს ისე უნდა უყურებდეს, როგორც ღმერთისგან დროებით მიბარებულ ნიჭს, რომლისთვისაც მას ღმერთი ანგარიშს მოსთხოვს. როცა კაცმა ეს იცის, ცდილობს სიმდიდრე არა საკუთარი სიამოვნებისათვის მოიხმაროს, არამედ იმის საამებლად, ვინც მას იგი დროებით მიაბარა (I 345,357,394-395).
 
თემატური კითხვები
0