წმინდა მამები შეიკრიბნენ და იმსჯელეს - ადამიანისთვის ჯერ რომელი უფრო მთავარია, თავმდაბლობა თუ

წმინდა მამები შეიკრიბნენ და იმსჯელეს - ადამიანისთვის ჯერ რომელი უფრო მთავარია, თავმდაბლობა თუ სიყვარული. დიდი განსჯის შემდეგ გადაწყვიტეს - თავმდაბლობაო. ე.ი. მოყვასს ტუ თავმდაბლობა არა გაქვს, არაფერი გაქვს. თავმდაბლობა გაქვს, ყველაფერი გაქვს. მაცხოვარი ბრძანებს: "იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა სრულ არს", ქრისტიანული ცხოვრება არ მდგომარეობს მხოლოდ მარხვებში, მღვიძარებებში, მუხლთმოდრეკებში, შიშველ მიწაზე წოლაში, ხორციელ თვითგევმაში, მრავალი ლოცვის აღსრულებაში, გრძელ საეკლესიო მსახურებებზე დჰომაში, გონებრივ ლოცვაში, განმარტოებაში, განდეგილობაში, მდუმარებაში, წესების დაცვაში, ყველა ეს სათნოება ცალკე არ წარმოადგენს ქრისტიანულ სრულყოფილებას, არამედ არიან მხოლოდ საშუალებანი და ხერხი მის მოსაპოვებლად. ქრისტიანულ სრულყოფილებაში აუცილებელია საკუთარი თავის უარყოფა, თავმდაბლობა. წმინდა წერილიც ხომ ამბობს - არ ვიმარხე, არ ვილოცე, დავმდაბლდი და ღმერთთან მივედიო.
    ამპარტავნების ნაყოფი ჯოჯოხეთად შთამხდელი არის, ვითარცა შთახადა ფარისეველი, უფსკრულთა შინა ჯოჯოხეთისათა. სიმდაბლის ნაყოფი სასუფეველად ამყვანებელი არის, ვითარცა ხმობს წინასწარმეტყველი დავით: "დავმდაბლდი და მაცხოვნა მე".
 
თემატური კითხვები
0