ავტორი: წმ. შიო

ძმანო ჩემნო, ღმერთმან მოგეცინ მადლი ყოველთა სიყვარულისა ჩემისა, არამედ მე კაცი ვარ ცოდვილი და უკეთუ

ძმანო ჩემნო, ღმერთმან მოგეცინ მადლი ყოველთა სიყვარულისა ჩემისა, არამედ მე კაცი ვარ ცოდვილი და უკეთუ მართალი ძალით ცხონდეს, მე რაოდენი უფროსი მიხმს, რათა არა განვარდე სასუფევლისაგან, რამეთუ მამა ჩემი და წინამძღუარი მოღვაწეთა დიდი ანტონი; გასმიეს განაღა მრავალ გზის თუ ვითარსა მოღვაწებასა დასმინებდა მოღუაწებათა ზედა და ყოვლად არა მოაკლო სიბერესა შინა თვისსა შრომა, რომელსაც ჭეშმარიტად მოეღო გულსავსება დამკვიდრებად ანგელოზთა თანა; კუალად დიდი მაკარი, რომელმან იგი ყოველი ცხოვრება თვისი მოღვაწებასა შინა აღასრულა, იხილეთ, ვითარღა მოშიშ იყო, რაჟამს იგი განვიდა ხორცთაგან ბოროტნი და ჰაერის მცუელნი ეტყოდეს, ვითარმედ მაკარი განხუედ და განგუერი, ხოლო სამგზის სანატრელმან სიმდაბლე ხორციელი სულითაცა დაიცუა, ვიდრემდის არა შეიწყნარა იგი ნათელმან ღვთაებისამან, არა რქუა მდევართა მათ თვისთა, თუ განვერი ხელთაგან თქუენთა და ყოველნი წმიდანი მამანი, დიდითა ღუაწლითა განერნეს ეშმაკისა მზაკუარებათაგან. ხოლო მე ცოდვილსა ამას რაოდენ უმეტეს მიხმს ღუაწლი, რათა არა მივეცე სასჯელსა მას ულხინებელსა და დაუსრულებელსა, რამეთუ წერილ არს, რომელსაცა ზედა ვინ იპოვოს, მასცა ზედა განიკითხოს. აწ უკუე ლოცვა ჰყავთ ჩემთვის ძმანო; რათა მომცეს ღმერთმან მოთმინებაი და ძალი და რათა იყვნეს მღვიმე ესე დასაფლველცა უბადრუკთა ამათ ხორცთა ჩემთა. ხოლო თქუენ გამოირჩიეთ თქუენ ზედა წინამძღუარი, რომელიც შემძლებელ იყოს განგებად სულთა თქუენთა ცხოვრებისა.
 
თემატური კითხვები
3