ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: სიკეთე
კარგია ქველმოქმედება, კარგია რომ მოგწონს ეგ საქმე. კეთილი კაცი თვითონაც კარგადაა, ღმერთს აამებს და ხალხსაც უყვარს. მადლიანი კაცი უცებ იმსახურებს ყველას ყურადღებას. რატომ? კეთილსურნელება გაიძულებს გაჩერდე, ყურადღება მიაქციო, დააყოვნო ხანი. კეთილი კაცის სახეს შეხედეთ თუნდაც, როგორი სახეა? - ანგელოზის ხატივითაა. სიმდაბლე და შემუსვრილება აფენია სახეზე და უნებურად ყველას ყურადღებას იპყრობს. დააკვირდით საუბარს მისას, რომელიც კიდევ უფრო მეტად სურნელოვანია და ასეთ დროს თითქოს პირისპირ იმყოფები მისი სულის წინაშე, დნებით ამ ტკბილი საუბრისას.