ავტორი:
მთავარეპისკოპოსი ზოსიმე
თემა:
სინანული
მოგეხსენებათ, ძმანო, რომ ყანა ნორჩი სარეველებისაგან ადვილად იმარგლება, მაგრამ თუ დროზე არ გაიმარგლა,
მოგეხსენებათ, ძმანო, რომ ყანა ნორჩი სარეველებისაგან ადვილად იმარგლება, მაგრამ თუ დროზე არ გაიმარგლა, სარეველა გაიზრდება და ეკალ-ბარდებად გადაიქცევა; მერე მისი მოცილება ძალზედ გაძნელდება, რადგან მას შეიძლება სასარგებლო მცენარეც გაყვეს. ასევე არის სინანულშიც. ვისაც სურს სინანული, ადრევე უნდა დაეშუროს გლოვასა და ტირილს საკუთარი ცოდვებისა. როგორც ყანის გამარგვლისას იჩენს მებაღე სიფრთხილეს, რომ სარეველას სასარგებლო მცენარეც არ მიყვეს, ისე სიფრთხილით უნდა ვიწყოთ, ძმანო, სინანული, რომ ცოდვებთან და უწესო თვისებებთან ერთად კეთილი და სათნო თვისებანიც არ მოვაკვდინოთ, ისე, როგორც ცოდვილმა იუდამ, რომელმაც თითქოს შეინანა, ურიათაგან ქრისტეს გასაცემად მიცემული ოცდაათი ვერცხლი მიმოაბნია და თავი ჩამოიხრჩო. იუდამ სინანულით კი შეინანა, მაგრამ არა კეთილად, არამედ უსარგებლოდ.
|