თემა: სინანული

ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ - ბრძანებს მაცხოვარი სახარებაში.

"ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ" - ბრძანებს მაცხოვარი სახარებაში. ნუ გგონიათ, ძმანო, რომ მაცხოვარი გულისხმობს იმათ, რომელნიც გულით იგლოვენ დედ-მამას, მეუღლეს ან შვილს, ან სხვა საყვარელ და ახლობელ ადამიანს; იგი გულისხმობს იმათ, რომელნიც იგლოვენ და ინანიებენ თავიანთ ცოდვებს, რომელთაც განიცადეს თავიანთი უგუნურებანი და მწარედ დასტირიან მას. როგორც მტრის მიერ ნასროლი ისარი განაპობს და დააწყლულებს ადამიანის ხორცს, ისე დიდი და მძიმე ცოდვანი აყენებენ ჩვენს სულს ჭრილობებს და ასახისრებენ. და როგორც კეთილი მკურნალი დაადებს სატჯივარს მალამოს და განკურნავს, ისე შეცოდებულ და ცოდვათაგან შებილწულ სულს ადამიანისას არგებს გლოვა, ტირილი და მწუხარება-სინანული. როგორც ავადმყოფს სასიკვდილოდ გადაექცევა სატკივარი, თუ მას დროზე არ მივგვრიტ მკურნალს, ისე ადამიანის სულს აღარაფერს უშველის სინანული და გლოვა დაგვიანებული და უჟამო.
 
თემატური კითხვები
0