დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
თემა: სინანული

სინანულზე ჩვენ გვისაუბრია და ვთქვით, რომ ადამიანი ვერასოდეს მისწვდება სრულიად იმას, თუ რა არის

სინანულზე ჩვენ გვისაუბრია და ვთქვით, რომ ადამიანი ვერასოდეს მისწვდება სრულიად იმას, თუ რა არის სინანული, მას ვერასოდეს განმარტავს სიტყვით. ამიტომაც იწოდება იგი წმიდა საიდუმლოდ. სინანულის თემა ამოუწურავია, რადგან სინანული ჩვენ უფალთან მიგვაახლებს. როგორ უნდა გამოთქვა სიტყვით ის, რაც ღმერთთან გაკავშირებს, რაც შენ გაცხოვნებს. სინანული არის გზა ცხონებისაკენ. ეს არს გზა, ეს არის გარკვეული გამოცდილება და არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს რაიმე თეორიას ან რაიმე კონცეფციას.
    სინანული ძალზედ რთული და მტკივნეული პროცესია, რადგან ამ დროს ადამიანი სრულ მეტამორფოზას განიცდის. სინანული ასეც იწოდება. წმიდა მოციქულებამა სინანულს უწოდეს მეტანია. ბერძნული სიტყვა მეტანია სწორედ ამ მატემორფოზას ნიშნავს (ბერძ. მეტა "გადა", "გარდა" და ნოია "ცვლილება" გონებრივი, სულიერი ცვლილება), რაც მხოლოდ საკუთარი თავის იძულებით მიიღწევა, როგორც უფალი განმარტავს: "სასუფეველი ცათა - იიძულების, და რომელნი აიძულებენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათე 11, 12); "სასუფეველი ღმრთისა - ეხარების, და ყოველივე მისა მიმართ იიძულების" (ლუკა 16, 16). თავისთავად ცხადია, რომ ეს მტკივნეული პროცესია.
 
თემატური კითხვები
0