ავტორი:
მთავარეპისკოპოსი ზოსიმე
თემა:
სინანული
შეცოდებით დაშორდა კაცი ღმერთს და ამით იგი დაშორდა ჭეშმარიტ სიხარლსა და შვებას. ადამიანმა შეცოდებით
შეცოდებით დაშორდა კაცი ღმერთს და ამით იგი დაშორდა ჭეშმარიტ სიხარლსა და შვებას. ადამიანმა შეცოდებით დაჰკარგა უფალი - მოწყალე მამა და მასთან ერთად დაჰკარგა ბედნიერება; მაგრამ ისევ უფლსავე კაცთმოყვარებით, ადამიანში გაჩნდა გრძნობა წუხილისა და სინანულისა, უძვირფასესისა და სანატრელის დაკარგვით გამოწვეული: ადამიანში იშვა სურვილი განახლებისა, განწმენდისა, ღმერთთან შერიგებისა და ამით დაკარგულის დაბრუნებისა. პირველმა ადამიანა სინანული ცრემლითა და უმეტესად მსხვერპლშეწირვით გამოხატეს. წინასწარმეტყველ მოსეს დროს კიდეც განისაზღვრა სხვადასხვა სახის ცოდვათა გამოსასყიდი შესაწირავი, როგორც ცალკეულ პირთათვის, ისე მთელი ერისათვის. ახალ აღთქმაში მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი საკაცობრიო მსხვერპლშეწირვით სისხლიანი გამოსასყიდი ცოდვებისა შეცვალა უსისხლო მსხვერპლით - წმიდა ზიარებით და გულწრფელი სინანულით.
|