
ავტორი:
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
თემა:
სინანული
ჩვენ არაერთხელ გვიცდია პასუხი გაგვეცა შეკითხვაზე - რა არის სინანული? ისიც გვითქვამს, რომ სინანული
ჩვენ არაერთხელ გვიცდია პასუხი გაგვეცა შეკითხვაზე - რა არის სინანული? ისიც გვითქვამს, რომ სინანული შემოქმედებაა, და რომ მონანული ადამიანი მოქანდაკეა საკუთარი სულისა, რადგან თავისი სინანულით იგი ზედმეტ ნაწილებს აცილებს საკუთარ სულს და იმგვარად გამოაქანდაკებს, რომ იქ უკვე შესაძლებელი ხდება უფლის დატევნა. სინანული იქ აღმოცენდება, სადაც ფაქიზი სულია. ღვთის სიყვარულთან ერთად, სინანულს გამოზრდის ადამიანისადმი სიყვარული და განცდა იმისა, თუ რას გრძნობს შენი მოყვასი, რა სტკივა და რა უხარია. სინანული იქ იშვებ, სადაც მოყვასის განუკითხველობაა, როგორც კი სხვა ადამიანს განვიკითხავთ, მაშინვე ვკარგავთ სინანულს, რადგან სხვისი განკითხვა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთარ ცოდვებს ვერ ვხედავთ.
|