
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
უხილავი უფალი ხილულად მოქმედებს სულზე, როგორც მარადის ჩემთან მყოფი, ხედავს ყველა ჩემს აზრს და გრძნობას, სიზარმაცეს, ჭირვეულობას, ვნებას ჩემსას, რომელთაც საკადრისი სასჯელიც მოსდევს თან. საერთოდ კი, თუკი ჩემი შინაგანი განწყობა, შეუფერებელია და კნინია მისი სიწმინდისათვის, გულში ცეცხლივით მწველი სასჯელის დათმენა მიწევს და თუ სწორ განწყობას ვინარჩუნებ, მშვიდი და მხიარული ვარ.