წმ. იოანე კრონშტადტელი

ეკლესიაში ყოფნისას ყველაზე მეტად ჩაგვესმის მღვდელმსახურთა, მკითხველთა და მგალობელთა ხმები, რომელიც

ეკლესიაში ყოფნისას ყველაზე მეტად ჩაგვესმის მღვდელმსახურთა, მკითხველთა და მგალობელთა ხმები, რომელიც ჩვენ შეწყალებას ღაღადებენ. ეგ რას ნიშნავს? იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა, სულერთია, რამდენი ვიქნებით ღვთის ტაძარში, ჩვენი ცოდვების მიხედვით ღვთის სასჯელს ვიმსახურებთ. საყდარში შემოსულებს, უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს - ჩვენ, ცოდვილნი, ცისა და მიწის ღმერთის, ჩვენი გამჩენისა და კეთილისმყოფელის წინაშე ვდგავართ, ვისაც დღენიადაგ, ყოველწამს ჩვენი უსამართლობით განვარისხებთ და ამიტომ, თავი უნდა შევავედროთ უფალს, რომ მოგვიტევოს ცოდვები და თუ ქრისტიანული სიყვარულიც მოგვეპოვება, სხვების შეწყალებაც ვითხოვოთ. ხვეწნა-მუდარა, შეწყნარება შეიძლება იყოს დიდიც, პატარაც და უაღრესად მხურვალეც. ეკლესიაში გაგონილი ლოცვის არცერთი სიტყვა არაა ზედმეტი, ამიტომ მრჩობლი კვერექსისას განსაკუთრებული ლოცვა გვმართებს, შემუსვრილი გულის სიღრმიდან უნდა ვევედროთ უფალს, ზუსტად ისე, როგორც ეს კვერექსში გვესმის: "ვთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩუენითა ვთქვათ". ამ დროს გულს ოდნავაც არ უნდა გავაკაროთ მცირედი უყურადღებობაც კი, არამედ ანთებული გულითა და ერთიანად ყურადღებაქცეულებმა, უთბილესი ლოცვა-ვედრება უნდა აღვუვლინოთ მაცხოვარს, რომ შეგვიწყალოს უფალმა ცოდვილნი. ჩვენ კი რას ვხედავთ მრჩობლი კვერექსისას, როცა მღვდელი ასამაღლებელს ამბობს? უმეტესწილად მორწმუნეთა ჩვეულ უყურადღებობასა და გულგრილობას.
 
0