ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
თემა:
სინანული
ჭეშმარიტ მონანულს აღიყვანს საუკუნო მამა დ მადლით ძედ მიითვალავს, ვითარცა სწერს დიდი იოანე
ჭეშმარიტ მონანულს აღიყვანს საუკუნო მამა დ მადლით ძედ მიითვალავს, ვითარცა სწერს დიდი იოანე ღვთისმეტყველი და მახარებელი: "მისცა მათ ხელმწიფება შვილ ღვთისა ყოფად". ემბაზისაგან აღმოყვანებულს ვისმე ყრმას ჯერეთ კეთილმეტყველების შემძლებლობა არა აქუს, - და სინანულისაგან ცათა შინა აღყუანებულს აქუს კეთილ-მეტყველების შემძლებლობა, რომ ანგელოზთა თანა უგალობს ღმერთსა; ემბაზისაგან აღმოყვანებული კვალად ჰსცოდავს, - სინანულისაგან ცათა შინა აღყუანებული არა სადა სცოდავს; ემბაზისაგან აღმოყვანებული მოკუდების ხორცითა, - სინანულისაგან ცათა შინა აღმოყვანებული არა მოკუდების, რამეთუ საუკუნოდ ცხოვრებად მიიცვალების; ემბაზისაგან აღმოყვანებული ითქმის შვილად ეკლესიისა, - სინანულისაგან აღყუანებული ცათა შინა ითქმის შვილად სასუფეველისა.
|