
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
სინდისი
სინდისი უხილავი მსაჯულია, რომელიც ყოველი კაცის გულში ზის და მას ან აქებს, ან აძაგებს რომელიმე
სინდისი უხილავი მსაჯულია, რომელიც ყოველი კაცის გულში ზის და მას ან აქებს, ან აძაგებს რომელიმე საქციელის გამო. ვისაც სურს უფრო ცხადად წარმოიდგინოს რა არის სინდისი, უნდა გაიხსენოს რა გამოუთქმელ სიტკბოებასა და სიხარულს გრძნობდა რომელიმე კეთილი საქმის აღსრულების შემდეგ და როგორი სირცხვილის გრძნობა წვავდა შემდგომად ბოროტი საქმის ჩადენისა.
|