
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
სიყვარული
სულიერი სიყვარული თავისუფალი ნებით ჩნდება და არა იძულებით, ადამიანმა ქრისტესთან მიახლოება თვითონ
სულიერი სიყვარული თავისუფალი ნებით ჩნდება და არა იძულებით, ადამიანმა ქრისტესთან მიახლოება თვითონ უნდა მოინდომოს. როგორ უნდა შევიდეს იესო ქრისტე იმ კაცის გულში, რომელიც სოფლის ამაო საზრუნავებითაა სავსე და იქ უფლის დასამკვიდრებლად უფლის ადგილი აღარაა. ვისაც უფალთან ყოფნა უნდა, ხშირად უნდა ფიქრობდეს მასზე, მის ღმრთეებრივ ხატს ხშირად უნდა წარმოიდგენდეს, ყოველდღე უნდა კითხულობდეს სახარებას, და მაშინ შეიტყობს, რომ მისი აღთქმა უტყუარია. სადაც სახარების სიტყვა სუფევს, ქრისტე იქაა, ანუ მასთან, ვის გულშიც სიტყვამ შეაღწია, გაანათლა და ზნეობრივად უკეთესი გახადა. ასევე ქრისტეა იქ, სადაც მისი მადლი და სიწმინდე სუფევს. მადლისა და სიწმინდის სუფევის ნიშანი ისაა, როცა კაცი ცოდვას ადვილად ვეღარ სჩადის, როცა იგი განუწყვეტლივ ებრძვის ბოროტებას.
|