
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
ხშირად ხდება ისე, რომ სხვებისგან გვესმის, ან ვკითხულობთ ისეთ მოსაზრებას, რაც ჩვენ რომ გვკითხონ,
ხშირად ხდება ისე, რომ სხვებისგან გვესმის, ან ვკითხულობთ ისეთ მოსაზრებას, რაც ჩვენ რომ გვკითხონ, ჩვენი საკუთერი აზრია მხოლოდ, ძვირფასია ჩვენთვის და მიგვაჩნია, რომ ამის ცოდნა ღმერთმა მხოლოდ ჩვენ გაგვიხსნა და სამყაროსათვის ეს დიდი სიახლეა, უფრო მეტიც: გვგონია, რომ მიითვისეს ჩვენი, საკუთვრივ ჩვენი აზრი. ასეთი წარმოდგენები ერთობ ამპარტავნულია! კი მაგრამ, როგორ? განა არაა ღმერთი მხოლოი მარტოი, ღმერთი გონებითა, განა მისი ერთი მხოლოი სული არაა ყველაში, ვინც რომ ჭეშმარიტებას ეძებს? განა იგი არაა, ერთი მარტოი, განმანათლებელი ჩვენი, ვინც რომ "განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად" (იოან.1,9) დიდება ერთს, დიდება ყოველთა მოსიყვარულე ღმერთს, რომელიც რომ ყველას უშურველად აძლევს ნიჭებს თავისას, სულიერსა და ფიზიკურს! დიდება მას, ვინც რომ განურჩევლად პიროვნული ნიშნებისა, არ ფარავს თავისი სიყვარულის, სიბრძნისა და ყოვლისშემძლეობის საიდუმლოს ჩვილთაგან: (ლუკ.10.21)
|