
ავტორი:
წმ. ილია მართალი
თემა:
სიყვარული
სადაც სურვილია დატკბობისა, იქ სიყვარული არ არის; სიყვარული ტანჯვაა; ტანჯვაა ვალი და სხვერპლი უზომო
სადაც სურვილია დატკბობისა, იქ სიყვარული არ არის; სიყვარული ტანჯვაა; "ტანჯვაა ვალი და სხვერპლი უზომო სიყვარულისა" - ამბბს ერთი ჩვენი ქართველი პოეტი. მართალიც არი!.. სიყვარულში თვითონ სიყვარული უნდა ეძებოს კაცმა, სიყვარულში თვით სიყვარული უნდა უყვარდეს სიყვარულისთვის კაცსა და არა რაიმე სურვილისათვის. სადაც გამოერევა ადამიანის "მე", იქ უთუოდ უნებლიეთ წარმოსდეგა მონებაცა ერთის მეორეზედ. უფრო უძლურმა უნდა დაუთმოს უფრო ძლიერსა, იქ იქნება დესპოტობა, მონება და არა სრული ერთხმოვანი გარმონია ორთა თანასწორთა სულთა, რომელთ შეერთება შეიქმს ხოლმე ერთ დაკარგულს ერთარსებასა; უნდა დაივიწყო შენი "მე" და შეერთდე იმის "მესთან"; მაშინ აღსრულდება მნიშვნელობაც სიყვარულისა, მაშინ გარდაიშლება მთელი ზღვა ტანჯვისა...
|