არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)

სიყვარული სულგრძელი და ტკბილია, მას არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ამპარტავნობს, არ ჩაიდენს უწესობას, არ

სიყვარული სულგრძელი და ტკბილია, მას არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ამპარტავნობს, არ ჩაიდენს უწესობას, არ ეძიებს თავისას, არ განრისხდება, არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტებისაკენ ისწრაფვის, ყველაფერს იტანს, ყველას უჯერებს, ყველას იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. - ესაა ნამდვილი სიყვარული. ამაშია ადამიანის ბედნიერება. მთავარია სიყვარული, მაგრამ ამაზე უფრო მთავარია, თუ როგორ ვისწავლოთ ეს სიყვარული. ესე იგი, თავი თუ არ დავიმდაბლეთ, არაფერი გამოვა. უნდა უარვყოთ საკუთარი თავის ნება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვართ ცოდვილნი. ტანჯვის გზით უნდა მიაღწიოს ადამიანმა ჭეშამრიტ რწმენამდე და მოიპოვოს ჭეშმარიტი სიყვარული და ცხოვრება. სიყვარულს ეგოიზმი უპირისპირდება, ეგოისტი არაფერს გასცემს, იგი მხოლოდ თავისთვის ზრუნავს და მთელი ქვეყნის სიმდიდრეც რომ მოიხვეჭოს, მაინც ვერ დაკმაყოფილდება.
 
თემატური კითხვები
0