დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

სამწუხაროდ, ხდება ხოლმე ისე, რომ მაზიარებელნი მერე მრუშობენ. ეს გაცილებით უფრო მძიმე ცოდვაა, და ამის

სამწუხაროდ, ხდება ხოლმე ისე, რომ მაზიარებელნი მერე მრუშობენ. ეს გაცილებით უფრო მძიმე ცოდვაა, და ამის მაგალითები, სამწუხაროდ, ჩვენს სმღვდელო პრაქტიკაში უამრავია. ეს არის თავზარდამცემი ტრაგედია ამ ადამიანებისთვის იმიტომ, რომ მორწმუნე, აღმსარებელი და მაზიარებელი სჩადის ამ ცოდვას. ისინი მთელი თავისი შეგნებით სჩადიან ამას: ჯერ აზრი, სურვილი გაუჩნდათ, მერე თვალით სცოდეს, შემდეგ გულისთქმაც აღეძრათ, გეგმაც დასახეს და განახორციელეს კიდევაც. ამას ხომ დრო სჭირდება. მაშასადამე, ეს უკვე შეგნებული ბოროტმოქმედებაა, რადგანაც მაზიარებელმა იცის, რომ მისი სხეული უკვე ქრისტეს წმიდა სისხლითა და ხორცითაა გაჟღენთილი, ქრისტესთან არის ნაზიარები, მაგრამ მაინც მეძავის ნაწილად აქცევს და მთელი შეგნებით ბილწავს.
 
თემატური კითხვები
0