
ავტორი:
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
თემა:
სიძვა მრუშობა
სიძვა-მრუშება რაღაა? უნდა იცოდეთ რომ საქმით მრუშობა ვნება სულაც არ არის. ვნებები ყველას შეიძლება
სიძვა-მრუშება რაღაა? უნდა იცოდეთ რომ საქმით მრუშობა ვნება სულაც არ არის. ვნებები ყველას შეიძლება ჰქონდეს. ერთია ვნება, მაგრამ სხვაა საკუთრივ მრუშობა. სიძვა-მრუშება საქმით განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებაა. ადამიანს ჯერ ვნება აღეძვრება, შეაწუხებს, მერე ფიქრობს, როგორ დაიკმაყოფილოს ეს ვნება. ამისთვის საშულებებსა და გზებს ეძებს, და ბოლოს საქმესაც სჩადის. ამიტომ ვეღარ იტყის მრუშობით დაცემული: უჰ, ეს როგორ მომივიდაო. ადამიანს შეიძლება აფექტის მდგომარეობაში შემოაკვდეს კაცი, ვთქვათ, ჩხუბის დროს, არ უნდოდა, მაგრამ თავს იცავდა ან ახლობელს და შემოაკვდა. მრუშობა კი უმეტეს შემთხვევაში წინანსწარ დაგეგმილი ბოროტებაა ღმრთის წინაშე, იმის წინაშეც, ვისთანაც მრუშობს. ამიტომ არის ეს ცოდვა მძიმე, უმძიმესიც, რომელიც უამრავ ადამიანს ღუპავს. ამიტომ არის ამის გაგება და შეგნება ძალიან მნიშვნელოვანი.
|