თემა: სიძვა

თუ ვინმე მოეგება გონებას და იკითხავს: რა ვყო, თავისუფლება აღარ მაქუს, ისე შეპყრობილი ვარ სიძვისაგან,

თუ ვინმე მოეგება გონებას და იკითხავს: "რა ვყო, თავისუფლება აღარ მაქუს, ისე შეპყრობილი ვარ სიძვისაგან, მე გეტყვი, თუ რა ჰყო: წმიდის აღსარებისაგან მიაკუდინე სიძუა და შენ თავისუფლება და ნეტარება მიიღე, ვითარცა იტყვის ღვთივხმოვანი დავით: "ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩვილნი და შეახეთქნეს კლდესა!" თუ სხვა ძალი არა გაქუს-რა, ისე გულის-თქმით სიძვის გულის-თქმა მოაკუდინე - თუ როგორ - მაგალითი მოგახსენო: უფლისა ღვთისა მინდობით დავითმან ისევ გოლიათის მახვილი აღიღო და რომლითაც მახვილით დავითის სიკუდილი უნდოდა, თვითვე დავითმან იმ მახვილით მოაკუდინა. ეგრეთვე შენ უფლისა ღვთის მინდობით ისევ სიძვის მახვილი აღიღე და რომლითაც მახვილით (ესე იგი გულის-თქმით) შენი სიკუდილი ჰნებავს, აღიღე ის გულის-თქმა და სულიერის სიბრძნისა (ესე იგი სინანულისა) მიმართ შეცვალე და სიძუა მოაკუდინე, ვითარცა იტყვის ბრძენი სოლომონ: "გულის-თქმა თქუენი იყავნ, ჰოი, კაცო, სიბრძნისა იმართ და გსუროდენ მისა მიმართ".
 
თემატური კითხვები
3