ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
ღმერთი ქალწულთ დიდ ნიჭს მისცემს და უნანელთა მეძავთა - დიდს სასჯელს. ქალწულთ ეს ნიჭი აქუს: პირველად
ღმერთი ქალწულთ დიდ ნიჭს მისცემს და უნანელთა მეძავთა - დიდს სასჯელს. ქალწულთ ეს ნიჭი აქუს: პირველად ეს, რომ ღვთისა მიმართ სასურველი ძღვენი არის, ვითარცა დავით იტყვის: "მიერთვნენ მეუფესა ქალწულნი"; მეორედ ესე, ქრისტეს დედა ხმობილი არის, ვითარცა იტყვის ღვთის-მეტყველი გრიგოლი: "დედანო! ქალწულ-იყვენით, რათა დედა იქმნეთ ქრისტესა". აწ მეძავთა და მემრუშეთა სასჯელი ვსთუათ. მეძაობისათვის ნოეს ჟამსა ქუეყანა წყლივ რღვნისაგან აღიხოცა, დიდ-დიდი ქალაქი სოდომი და ომორი ცეცხლით დაიწვნენ. ისრაელთ ისიძვეს და უფლის რისხვით სრვა მოუვლინდათ, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი დავით: "რა განრისხნა უფალი ერსა თვისსა ზედა". მტკიცე სახეობით აღმოჩნდა, რომ მეძავთ სატანჯველი მიეცემა.
|