ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
თემა:
სიძვა
მოსეს მიერ უფალი იტყვის: არა მოვიხილო მე ასულთა თქვენთა ზედა ოდეს ისიძვიდენ. სიძვაში რომ მარტო ასული
მოსეს მიერ უფალი იტყვის: "არა მოვიხილო მე ასულთა თქვენთა ზედა ოდეს ისიძვიდენ". სიძვაში რომ მარტო ასული ჰსთქუა და კაცის სახელი არ არის ხსენებული, ამისთვის არის ეს, რომ ერთის ხსენებით ორივე უნდა ვიცნათ: ცოდვისათვის ორსავ სასჯელი მიეცემა. პავლე მოციქული ორსავ ერთად მისცემს სასჯელს და იტყვის: "რომელმან განხრწნეს ტაძარი ღვთისა - განხრწნეს იგიცა ღმერთმან." აქ სახელისა დებით არც ქალი უთქვამს და არც კაცი, ისე სწორებით სასჯელს მისცა. მრავლის სახით ჰსჯანს, რომ ცოდვისათვის ორსავ სასჯელი მიეცემა. ადამსა და ევას სწორებით მიეცა სასჯელი ცოდვისათვის: "მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც". ორივე ამითი დაისაჯნენ.
|