ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: ღვაწლი
112. როგორი მოღვაწე უფრო მეტად სათნოეყოფა ღმერთს?
ზოგიერთს, არ ვიცი როგორ, მაგრამ აქვს მიდრეკილება მარხვისაკენ, ზოგს დაყუდებისაკენ, ზოგს – ხორციელი სიწმინდისაკენ, ან სიმშვიდის, ან ლმობიერებისაკენ. არიან სხვები, რომელთაც ამათი საწინააღმდეგო ბუნება, ხასიათი აქვს, მაგრამ რამდენადაც შეუძლიათ, აიძულებენ თავს. ასეთები, თუმცა ზოგჯერ იძლევიან, მაგრამ როგორც თავიანთი ხასიათისა და ბუნების მაიძულებელნი, პირველებზე უფრო სათნოდ მიმაჩნია