ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: ღვაწლი
374. როგორი ღვაწლი ხვდა წილად ჩვენს დროს?
სხვაგვარი ღვაწლი ხვდა წილად ჩვენს დროს, შეერთებული მრავალ სიძნელესა და წინააღმდეგობასთან. მოგზაურობა გვიხდება არა დღისით, მზის სინათლეზე, არამედ ღამით, მთვარისა და ვარსკვლავების მკრთალ შუქზე, სახელმძღვანელოდ მოგვეცა წმ. წერილი – ამას პირდაპირ ამბობენ წმ. მამები... ნუ იფიქრებთ, თითქოს ჩვენი ღვაწლი მოკლებული იყოს მწუხარებებსა და გვირგვინებს – არა! იგი მოწამეობასთანაა შეერთებული. ეს მოწამეობა ჰგავს ლოთის ტანჯვას სოდომში: მართალი ლოთი იტანჯებოდა გარშემო გამეფებული გაუთავებელი და დაუოკებელი მრუშობით.