ავტორი:
წმ. სინკლიტიკია
წყარო:
ათასი კითხვა დედა-ეკლესიას [გვ. 46]
თემა:
ეშმაკი დემონი
180. როგორია ეშმაკთა მანქანება?
180. როგორია ეშმაკთა მანქანება?
უამრავია ეშმაკთა საწერტელნი და საცდურნი: თუ უქონლობით ვერ შეარყია სული, მაშინ სიმდიდრეს წარმოუდგენს ოცნებით; თუ გინებით და ყვედრებით ვერ შეარყია, ქებასა და დიდებას წარმოუდგენს; თუ ჯანმრთელობით იძლია, მაშინ ავადმყოფობას შეჰყრის სხეულს; თუ გემოთმოყვარეობით ვერ აცდუნა, მაშინ უნებლიე ავადმყოფობით მოინდომებს მისი სულის გადადრეკას; რადგან ღვთისგან გამოითხოვს და მძიმე და ძლიერ ავადმყოფობას მოაწევს, რათა ამით მაინც სულმოკლე გახადოს იგი და დაუბნელოს გონება.
|