
ავტორი:
აბბა დოროთე
190. რას შეაგონებენ წმ. მამები სულმოკლეთ განსაცდელის ჟამს?
190. რას შეაგონებენ წმ. მამები სულმოკლეთ განსაცდელის ჟამს?
190. რას შეაგონებენ წმ. მამები სულმოკლეთ განსაცდელის ჟამს?
დიდი კაცთმოყვარეობაა ძმებო ღვთისა, რომ ვცხოვრობთ ამქვეყნად; ჩვენი მიუხვედრელობის გამო არ შეგვიძლია დავინახოთ, როგორი მძიმეა საუკუნო სასჯელი და ამიტომაც აქაური ჭირი მძიმედ გვეჩვენება. ძილითა და განსვენებით გვსურს ცათა სასუფევლის დამკვიდრება და ამიტომ ვართ სულმოკლენი. წმ. ევაგრე ბრძანებდა: ვნებული, რომელიც ევედრება ღმერთს, რათა მალე გაიყვანოს ამა ქვეყნიდან, იმ კაცს ჰგავს, რომელიც ევედრება ხუროს, დაამსხვრიოს ის სარეცელი, რომელზეც სნეული წევს.
|