წმ. იოანე კრონშტადტელი

ჩვენი სულიერი მდგომარეობა, რომელსაც გარეგნულად იქნებ არც კი გამოვხატავდეთ, ძლიერად მოქმედებს სხვების

ჩვენი სულიერი მდგომარეობა, რომელსაც გარეგნულად იქნებ არც კი გამოვხატავდეთ, ძლიერად მოქმედებს სხვების გამწყობაზე და ეს ხდება ყოველ წამს, თუმცა, ბევრი ამას ვერც ამჩნევს. გაბრაზებული ვარ, ან უხიაგი აზრი მაქვს მავანზე: იგი ამას გრძნობს ამის და შესაბამისად, იგივე აზრები უჩნდება ჩვენს მიმართ. ჩვენ სულებს, გარდა ხორციელი გრძნობისა, კიდევ რაღაც სხვა აკავშირებთ; ხოლო რაც შეეხება მავანის სულიერი განწყობილების გავლენას სხვა ადამიანზე გრძნობების მეშვეობით, მხედველობა ამ მხრივ, მართლაც გასაოცარია. რაოდენ შორ მანძილზეც არ უნდა იმყოფებოდეს კაცი, მთავარია მას ოდნავ მაინც მისწვდეს ჩვენი დაჟინებული მზერა და იგი შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდეს, შეშფოთდეს კიდეც. ერთხელ, მეც მომივიდა ასეთი რამ, ჩემი სახლის ფანჯარიდან ქუჩაში მოსიარულეებზე გამიჩერდა თვალი, ისინიც, თითქოს რაღაც ძალა იზიდავთო, ზუსტად ჩემი ფანჯრისკენ იყურებოდნენ, ადამიანის სახეს ეძებდნენ: ზოგი აფორიაქდა, ნაბიჯს უმატა, ზოგმა გაკოხტავება დაიწყო, ჰალსტუხები, ქუდი შეისწორა და ასე შემდეგ. რაღაც საიდუმლო დევს ამ ყველაფერში.
 
თემატური კითხვები
0