მართალია, ხატად და მსგავსად ღვთისა გაჩენილს ადამიანს უნდა სცოდნოდა ჭეშმარიტი ღმერთი და მრავალნი

მართალია, ხატად და მსგავსად ღვთისა გაჩენილს ადამიანს უნდა სცოდნოდა ჭეშმარიტი ღმერთი და მრავალნი კიდევაც ადიდებდნენ მას, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობამ დაივიწყა იგი, ანუ როგორც ბრძანებს წმ. მოციქული ჰსცვალეს დიდება იგი უხრწნელისა ღმრთისა მსგავსებად ხატისა მის განხრწნადისა კაცისა, და მფრინველთა, და ოთფერხთა და ქვეწარმავალთა (რომ 1, 23). ესეც არ იკმარეს! კაცობრიობას იმოდენად დაუბნელდა გონება, რომ გააღმერთეს საკუთარი ბუნების მოთხოვნილებანი, ვნებანი და თვისებანი: სმა-ჭამასა, გრძნობათა ცვალებად ცელვასა და თვით ბიწიერებას გაუჩინეს ცალ-ცალკე ღმერთები და ერთგულად მსახურებდნენ მათ. ადვილად შეიძლება წარმოიდგინოს კაცმა, თუ რა მაღალი და ფაქიზი ზნეობა ინდა ჰქონოდა იმსაზოგადოებას, რომელიც მსახურებდა აშტარტას და ვენერას, დიონისსა და ოდონისს, მთვრალობისა და გარყვნილების მფარველთ ღმერთია! წმ. მოციქული პავლე აი, როგორ ასურათ-ხატებს იმ დროინდელის უწარჩინებულესის და უძლიერესის ხალხის, რომაელთა ცხოვრებას: გარდასცვალეს რა ჭეშმარიტება ღვთისა სიცრუვედ და პატივსცემდეს და მსახურებდეს რა დაბადებულთა უფროს დამბადებელისა, წარმართნი, განგებითა ღვთისაითა, მიეცენ ვნებასა მას გინებასა - საქმედ უჯეროისა, რაისა გამო აღივსეს უკეთურებითა, ანგაარებითა, ბოროტებითა, შურითა, კაცის კვლითა, ხთომითა, ზაკვითა, ბოროტის ჩვეულებითა, ცუნდრუკებითა... და შეიქმნენ ძვირის-მეტყველ, ღმერთისშემაწუხებელ, მაგინებელ, ამპარტავან, ლაღ, მომპოვნებელ ბოროტისა, მამა-დედათა ურჩ, უგულისხმო, უწესო, უყვარულ, უწირავ და უწყალო (რომ. 1, 25-31).
    რასაკვირველია, რომ იქ, სადაც ამ თვისებებით შემკული პირნი უპირატესობდნენ, შეუძლებელი იყო, როგორც მაღალთა შინა ღმერთის დიდება, აგრეთვე ქვეყანასა ზედა მცხოვრებს ხალხში მშვიდობისა და სათნოების დამყარება ლაღს, ამპარტავანს, უყვარულს და უწყალოს რა ნაირად შეეძლო კაცთან სათნო ცხოვრება, როცა მას ვერც კი გაეგო, თუ რა არის სათნოება! მაშინდელ ადამიანთა მსოფლმხედველობას კარგად გამოხატავს ერთი რომაული ანდაზა, რომელიც ჩVენებურად ასე ითარგმნების: კაცი კაცისათვის მგელიაო. ხოლო იქ, სადაც ადამიანი თავის მოყვასსა სთვმგლად და თითონაც მოყვასის მიერ მგლად არის შერაცხული, ყოვლად შეუძლებელია მშვიდობის დამყარება, და აკი არც არსებობდა იგი ქვეყანაზედ: განათლებულნი, ჩინებულნი და ძლიერნი სულ იმის ცდაში იყვნენ, თუ როგორ შეენარჩუნებინათ თვისნი უპირატესობანი უჩინოთა და გაუნათლებელთა ზედა, რომ მათი შემწეობით მოეპოვებინათ ყოველივე ის, რაც საჭირო იყო ფუფუნებით საცხოვრებლად. ხოლო განუნათლებელნი, უჩინონი და უძლურნი მოუთმენლად მოელოდნენ იმ დროსა, როცა დაემხობოდა ძლირთა ბატონობა და არავითარს საშუალებას არ ერიდებოდნენ ი დროის დასაახლოებლად. ამგავრმა ურთიერთა დამოკიდებულებამ, სიმძულვარეზედ აღმოცენბულმა, ისე შეხუთა ჰაერი და ისე შეაწუხა კაცობრიობა, რომ ზოგიერთთ სრულებით დაჰკარგეს იმედი და ხშირად ნანობდნენ, რატომს მთელს კაცობრიობას არა აქვს ერთი თავი, რომელის წარკვეთითა მოსპობილი იყო ადამიანის ხსენება ქვეყანაზედ. საუკეთესო წარმომადგენელნი კაცობრიობისა, - ფილოსოფოსნი და სჯულის მდებელნი კი მრავალჯერ შეეცედნენ გამოენახათ უებრო წამალი ადამიანის ცხოვრების გასაუმჯობესებლად, მაგრამ ვერას გახდნენ, და ვერას გახდნენ იმისათვის, რომ ვერ მიაგნეს მთავარს მიზეზს კაცობრიობის უბედურებისას. მათმა ამპარტავნებით დაბნელებულმა გონებამ ვერ შეიგნო ის უბრალო ჭეშმარიტება, რომ ცხოვრება დაბადებულისა გარეშე დამბადებელისა შეუძლებელია, რომ ხატად და მსგავსად ღვთისა შექმნილის ადამიანის ბუნება ეძიებს ღმერთსა (საქ. მოციქ. 17, 27) და ჰპოებს ბედნიერებას მხოლოდ მის მიერ ბოძებულ ნიჭთა განვითარებით და მცნებათა შესრულებით და მხოლოდ ამ სახით მიაღწევს იმ მიზანსმ რომელისატვისაც გაჩნდა ქვეყანაზედ.
 
0