თემა:
ჭეშმარიტი ქრისტიანობა
მართლმადიდებელი ქრისტიანის ეკლესიაური ცხოვრება ტაძრიდან გამოსვლისას არ უნდა მთავრდებოდეს. ცხოვრების
მართლმადიდებელი ქრისტიანის ეკლესიაური ცხოვრება ტაძრიდან გამოსვლისას არ უნდა მთავრდებოდეს. ცხოვრების უდიდეს ნაწილს ჩვენ ერში ვატარებთ, ჩვენივე მსგავს, ნაკლულოვან და ამ ნაკლულოვენებით გატანჯულ ადამიანებთან გვაქვს ურთიერთობა. ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ ურთიერთობათა გამო ტაძარში მიღებული სულიწმიდის მადლი კი არ დავკარგოთ, არამედ პირიქით - ამქვეყნად გაბატონებული, ჩვენს წინააღმდეგ მებრძოლი მტრული ძალების დაძლევით გავამრავლოთ იგი.
ეკლესია გვასწალის, თუ როგორ უნდა წარვმართოთ ეს უხილავი ბრძოლა, როგორ მოვიგერიოთ ეშმაკის თავდასხმა, როგორ განვმტკიცდეთ სულით, როგორ წარმეტატოთ და სრულ ვიქმნეთ ქველმოქმედებაში. ეკლესია ხომ სულიერადაც შეგვეწევა ჩვენდა ამ ბრძოლაში მიღებულ ჭრილობებს განკურნავს.
ეკლესია ქრისტიანებს "ქრისტეს მხედრებს" უწოდებს, გამოცდილ მხედარს შესანიშნავად ესმის, რომ მის საბრძოლო მომზადებაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ თვით მისი სიცოცხლეც; ასევე ქრისტიანმაც სულიერი რულყოს გზაზე საკუთარ თავს დაუძლურების ნება არ უნდა მისცეს. თუ თქვენ ეშმაკის წინააღმდეგ ბრძოლას არ წარმართავთ, ეს მას კი არ დააბრკოლებს, არამედ პირიქით, თქვენს სისუსტეს გამოიყენებს, რათა ცოდვა დაამკვიდროს თქვენში და სულიერი ღვაწლის კეთილი ნაყოფი წარგტაცოთ.
უნდა გახსოვდეთ, რომ იმ წუთებიდან, როდესაც ცხონების გზას დაადექით, თქვენს წინააღმდეგ ბოროტი ამხედრდა, ის ყოველგვარი სიწმინდისადმი სიძულვილითაა სავსე, უდიდესი ძალითა და მილიონობით ადამიანის სულის დაღუპვის გამოცდილებათა აღჭურვითა.
ამ ბრძოლიდან გამარჯვებით გამოსვლის იმედი უნდა ჰქონდეს მხოლოდ იმადამიანის, ვინც საკუთარ სუსტ ძალებს კი არ ეყრდნობა, არამედ მფარველობისთვის თავი ღმერთს მიანდო და ეკლესიის მიერ სულიწმიდის მადლით აღიჭურვა.
სულისწმიდის მადლითა და ქრისტიანული მორჩილებით სატანის ძლიერება იმუსრება.

|