ავტორი:
წმ. ნიკონ ოპტინელი
წყარო:
ათასი კითხვა დედა-ეკლესიას [გვ. 87]
თემა:
პირჯვრისწერა
346. რა ძალა აქვს პირჯვრის გამოსახვას?
346. რა ძალა აქვს პირჯვრის გამოსახვას?
პირჯვრის გამოსახვა იგივეა, რაც ლოცვა... პროლოგში არის მოთხრობილი ერთი ებრაელის შესახებ: იგი იმ მღვიმეში შევიდა, სადაც ეშმაკები ბუდობდნენ და მათგან შეშინებულმა უნებლიედ პირჯვარი გამოისახა. ეშმაკები მაშინვე მოშორდნენ იქაურობას, თან ამბობდნენ: „აქ არის დაბეჭდილი ჭურჭელი და ჩვენ არ ძალგვიძს მღვიმეში ყოფნა“–ო. ებრაელი, როგორც არაქრისტიანი, ცარიელი ჭურჭელია, მაგრამ პირჯვრის გამოსახვამ თავისი ძალა იქონია და ეშმაკები იქაურობას გაეცალნენ.
|