როდესაც ეკლესიის კედლებს დატოვებთ და ერში გამოხვალთ, ქრისტიანის სამი მთავარი მტრის წინააღმდეგ
როდესაც ეკლესიის კედლებს დატოვებთ და ერში გამოხვალთ, ქრისტიანის სამი მთავარი მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად მოემზადეთ, ესენია: წუთისოფელი, ხორცი და ეშმაკი.
წუთისოფელი ჩვენს წინაღმდეგ თავის განსაცდელებს აამხედრებს: სიმდიდრითა და ამაო დიდების წყურვილით, ურწმუნო ადამიანებთან ურთიერთობით, პოლიტიკური ვნებებითა და მატერიალური საზრუნავებით შემოგვიტევს. ეცდება ჩვენში დანაშაულებრივი ქმედებებისა და ომის საფრთხის წინაშე აღძრას შიში, გარყვნილების ქადაგებით დაგვაბრკოლოს.
ჩვენივე ხორცი ჩვენს წინააღმდეგ გემოთმოყვარეობითა და სიძვის ვნებით აღდგება, ხორციელი კომფორტის და სიამოვნებისაკენ სწრაფვით, სნეულებითა და სიზარმაცით დაგვთრგუნავს. ყველანაირად ეცდება სულზე თავისი უპირატესობა დაგვიტკიცოს, ადამიანი აიძულოს, რომ მთელი სულიერი ძალები ხორციელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას მოახმაროს.
ეშმაკი კი თავისი თანამებრძოლების - წუთისოფლისა და ხორცის საბრძოლო საშუალებებით სარგებლობს, ამისათვის იგი ყველა ადამიანურ გრძნობის ორგანოს იყენებს: მხედველობას - რომელსაც სხვისი სიმდიდრის დანახვით, გარყვნილი ფილმებითა და გამოსახულებებით აღაგზნებს; სმენას - რომელსაც მლიქვნელური საუბრებით, გონებისგამომათაყვენებელი მუსიკით და სულის განმხრწნელი ბილწსიტყვაობით თრგუნავს; ყნოსვას - რჩეული კულინარიული და პარფიუმერიული სურნელით; გემოს გემრიელი კერძებითა და ალკოჰოლით; შეხებას ყოველგვარი ხორციელი შეგრძნებით, დაწყებული ძვირფასი შესამოსელიდან - გარყვნილი ირთიერთობებით დამთავრებული.
ეშმაკის თავდასხმის ძირითადი ობიექტი ჩვენი უძლური, უღმერთობით დაბნელებული ადამიანური გონებაა. ეშმაკი მას ამპარტავნული აზრებით აწყლულებს, რეალური ცხოვრებისგან განყენებულ ოცნებებს უნერგავს, ასწავლის, რომ ღმერთის იმედი კი არ ჰქონდეს, არამედ საკუთარ სუსტ ძალებს დაეყრდნოს, თვითგანსჯისა და უნაყოფო ცნობისმოყვარეობისაკენ უბიძგებს, ღმრთის შეცნობის გზიდან გადაჰყავს და ოკულტური, ერეტიკული სწავლებების უღრანში შეჰყავს.

|