წმ. იოანე კრონშტადტელი - სხვა თემა
წმ. იოანე კრონშტადტელი
ღმერთი, კაცთმოყვარე და სულგრძელი რომ არ იყოს, დაითმენდა ჩვენგან ამდენ საშინელ შეურაცხყოფას, განკაცდებოდა, ჯვარს ეცმებოდა, მოკვდებოდა შენი გულისთვის, თავის ყოვლადპატიოსან სისხლსა და ხორცს, რომელსაც შიშით, ძრწოლით უყურებენ ანგელოზები, გაგიზიარებდა? ასე, თვლა, რომ არა აქვს იმდენჯერ, გიხსნიდა ცოდვისა და სულიერი სიკვილისაგან? თუ გეტყოდა: იტანჯე, რაკიღა ასეთი ზნემრუდე ხარ, ხომ უამრავჯერ შეგეწიე, აწი აღარ გიშველიო? მაგრამ იგი დაუსრულებლად ითმენს ჩვენგან უამრავ შეურაცხყოფას, ჩვენს მოქცევას ელის და ადიდე მაშინ, მისი სიყვარული და სულგრძელება, წარმოიდგინე, რა გელოდა მის გარეშე, ღვთის შემწეობის გარეშე! საშინელება. ძრწოლა იპყრობს სულს ამის გაფიქრებაზეც კი. სინანულის გარეშე დარჩენილ ცოდვილთ, ერთი დროც მოვა, საქმით მიეწევათ "ხოლო სიფიცხლითა მაგითა შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისასა." (რომ.2,5.)
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები