ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
წყარო:
ათასი კითხვა დედა-ეკლესიას [გვ. 211]
თემა:
ზიარება
786. შეიძლება თუ არა ყოველ კვირა დღეს ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს?
786. შეიძლება თუ არა ყოველ კვირა დღეს ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს?
786. შეიძლება თუ არა ყოველ კვირადღეს ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს?
შეხედე... ყოველ წირვაზე მოგვიხმობს მღვდელი: „შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით მოვედით!“ მაშასადამე, ყოველ წირვაზე შეგვიძლია „მოვიდეთ“, მით უმეტეს, შეგვიძლია „მოვიდეთ“ ხშირად. ჩვენში კი ზოგიერთმა ისიც თქვა, ხშირი ზიარება ცოდვააო, იმასაც ამბობენ, ექვსკვირიან შუალედზე ადრე ზიარება არ შეიძლებაო. იქნებ ამ საკითხში სხვა შეცდომებიც იყოს, ყურადღებას ნუ მიაქცევთ ამ მითქმა–მოთქმას და ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე ეზიარეთ, საკუთარი მოთხოვნილებისდა მიხედვით. მხოლოდ ეცადეთ, ყოველმხრივ მოემზადოთ როგორც წესი და რიგია და შიშით და ძრწოლით მიეახლოთ, რწმენით, შემუსვრილი გულითა და სინანულის განცდით.
|
|