წმ. იოანე კრონშტადტელი

ვუყურებ ღვთის გაჩენილ ქვეყანას და რას ვხედავ? ყველგან სულიერი სიხალვათეა, ნავარდობს სიცოცხლე:

ვუყურებ ღვთის გაჩენილ ქვეყანას და რას ვხედავ? ყველგან სულიერი სიხალვათეა, ნავარდობს სიცოცხლე: ცხოველების სამყაროში, ოთხფეხებში, ქვეწარმავლებში, მწერებში, ფრინველებში, თუ თევზებში. ახლა ისმის კითხვა, რატომაა კაცის, განსაკუთრებით კი ღვთისმოშიშის ცხოვრების გზა ვიწრო, მწუხარებით სავსე? აკი ყველგან უხვად დააფრქვია ღმერთმა სიცოცხლე, სიხარული, სილაღე, ყველა ქმნილება გარდა ადამიანისა კმაყოფილებით, სიცოცხლით, ხალისით ადიდებს უფალს. რატომ არ შეიძლება მეც ყველასნაირად ვიცხოვრო? მე რა იგივე შემოქმედის ქმნილება არ ვარ? იოლი ამოცანაა. ჩვენი ცხოვრება ჩვენივე ცოდვითაა მოწამლული, ნაწილობრივ, ეს უხილავი მტრების "წყალობაც" გახლავთ. ბოროტი განსაკუთრებით ესხმის თავს ღვთის მცნებათა ერთგულთ. კაცის ცხოვრება, ნამდვილ ცხოვრებას ვამბობ, მომავალ საუკუნეში, წინაა. იქ გაეხსნება მას ყველა სიხარული, სრული ნეტარება. აქ კი დევნილია, სასჯელის ქვეშაა, ხანდახან მთელი ბუნება უმხედრდება ცოდვის გამო, აღარ ვამბობ იმ ძირძველ მტერს რომელზედაც ბრძანებს თავი მოციქულთა პეტრე: "წინამოსაჯული თქვენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს ვინმცა შთანთქას" (პეტრე.5,8.) ასე რომ აღარ მიკვირს, როცა ყველგან სიცოცხლე, კმაყოფილებაა და ჩემში ამ სიხარულს ხშირად ვერ ვხედავ, ის კი არა კუშტადაც შევყურებ ღვთის ქმნილებათა სილაღესა და მხიარულებას. მე მყავს ჩემი მსაჯული: ხსომა და გლოვა საკუთარი ცოდვების გამო, იგი სულ თან მახლავს, მირტყავს. მაგრამ ჩემი სიხარულიც ჩამოდგება, ოღონდ აქ არა, იმ სოფელში
 
თემატური კითხვები
0