
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
ვუყურებ ღვთის დაბადებულ სოფელს, ყველგან, ბუნების ყველა მონაკვეთში ღვთის საოცარ სიუხვეს ვხედავ:
ვუყურებ ღვთის დაბადებულ სოფელს, ყველგან, ბუნების ყველა მონაკვეთში ღვთის საოცარ სიუხვეს ვხედავ: მიწის ზედაპირია და უმდიდრესია, ავსებულია მრავალფეროვნებით, ფუფუნებით, თითქოსდა ყველაზე უხვს, ყველაზე მოსიყვარულე მასპინძელს გაეწყოსო მაგიდა; წყლის ფსკერია და ისიც კაცის გამოკვებას ემსახურება. რაღა ვთქვათ ფრინველსა და ოთხფეზებზე? აქაც ისეთი სიუხვითაა საჭმელ-სასმელი მორთმეული კაცისათვის. ღვთის სიკეთეს არა აქვს ანგარიში. შეხედეთ რა მოაქვს მიწას ზაფხულზე და შემოდგომაზე, ასე რომ ყველა ქრისტიანმა, განსაკუთრებით კი მღვდელმა, მიბაძოს უფალს სიუხვეში, გაწყობილი იქონიოს ტრაპეზი ყველასათვის, უფლის ტრაპეზივით. ძუნწი - მტერია ღვთისა.
|