წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: სული

ხე მიწაში ფესვებგაშვებული იზრდება, ნაყოფი მოაქვს. კაცის სული სარწმუნოებით, სიყვარულით ღმერთში

ხე მიწაში ფესვებგაშვებული იზრდება, ნაყოფი მოაქვს. კაცის სული სარწმუნოებით, სიყვარულით ღმერთში განმტკიცებული თუ შეიძლება ასე ითქვას, სულიერი ფესვებით ცოცხლობს, სულიერად იზრდება და მოქვს კეთილსურნელოვანი ნაყოფი სათნოებისა, რაც აცოცხლებს სულს აქავ და იმავ სოფელშიაც. ხე მიწიდან ამოთხრილი ფესვებიანად, ვეღარ ცოცხლობს, რადგან სიცოცხლისმომწოდებელის, მიწის გარეშე, მკვდარია ფესვიც. ასევეა კაცის სული, ღვთის რწმენა და სიყვარული თუ დაკარგა, დაეკარგება ღმერთიც, რომელიც სიცოცხლეა მისი და კვდება ასეთი კაცი სულიერად. რაც მიწაა მცენარისათვის, იგივეა სულისათვის ღმერთი.
 
თემატური კითხვები
0