
ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
წყარო:
რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის [გვ. 67]
თემა:
დიდებისმოყვარეობა
ჩაწვდი, ძმაო ჩემო, თუ რა ყოფილა ადამიანური დიდებანი? ახლა კი იმას დაუფიქრდი, რას წარმოადგენს ის,
ჩაწვდი, ძმაო ჩემო, თუ რა ყოფილა ადამიანური დიდებანი? ახლა კი იმას დაუფიქრდი, რას წარმოადგენს ის, ვინც მას ეძიებს. თუ წინასწარმეტყველს ჰკითხავ, ის გიპასუხებს, რომ ყოველი ადამიანი - უბრალოც და ისიც, ვინც ყველა მეფეზე ზლევამოსილია - თითქმის არც არაფერია, იგი სისუსტითა და უძლურებით, სიბრიყვითა და უბედურებით აღსავსე. ყველაფერი ამაოა და ყოველნი ნაშობნი ადამიანთაგანნი - ამბობს დავით წინასწარმეტყველი. და შენც, ძმაო, სწორედ ასეთი ხარ უფლის წინაშე და თუ ამასთან ერთად, ამპარტავანიც ხარ, მაშინ არარაობაზე უარესი ყოფილხარ, ვინაიდან იპარავ დიდებას, რომელიც მხოლოდ უფალს ეკუთვნის, როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "ყოველივე სიკეთე - შენია, უფალო; შენია - დიდება. და ის, ვინც სარგებლობს შენი კეთილი ძღვენით, მაგრამ დიდებას ეძიებს არა შენთვის, არამედ თავისთვის - ქურდი და ავაზაკია, ეშმაკს ემსგავსება, რომელმაც შენი დიდების მიტაცება მოისურვა". ნუთუ არ გსურს, დამდაბლდე? განა ვერ ხედავ, რომ გულით ჭუჭყსა და არარაობას ატარებ, რაც უფლის ყოვლისშემძლეობას ვერ შეედრება? თუ ამპარტავანი ხარ, დაისჯები, როგორც ღვთის დიდების მიმტაცებელი, მან ხომ თავად თქვა ასეთი სიტყვები: "მე ვარ უფალი, ეს არის ჩემი სახელი; ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას და ჩემს ქებას - გამოქანდაკებულ კერპებს" (ესაია 42,8)
|