არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)

ამის ქით უკვე განღმრთობაა, რომლის მოპოვება რაიმე მცდელობითა და მოღვაწებით შეუძლებელია, აზრს

ამის ქით უკვე განღმრთობაა, რომლის მოპოვება რაიმე მცდელობითა და მოღვაწებით შეუძლებელია, აზრს მოკლებული უგუნურებაა. ეს - მხოლოდ ღმერთის საჩუქარია, მიუწვდომელი, ენით უთქმელი მოწყალება, რომელიც ღმერთმა უნდა გაიღოს მისთვის და მისი საღმრთო სულის ცხოველსმყოფელი მოქმედებით ღირს ჰყოს ამ საჩუქრისა, რომელსაც ადამიანის მხრივ, თუმც, მაინც უნდა თავისებური მოღვაწეობა.
    აქ ადამიანი მთელი არსებით ეძლევა სიმდაბლეს, უსასტიკესად იმდაბლებს თავს და ძირის-ძირამდე ჩადის მის უძლურების გაცდაში. დღე-მუდამ ღაღადებს, სტირს და ევედრება ღმერთს, რათა ღირს ჰყოს მისგან განუშორებელ მყოფობას.
    დიდია ამ დროს ადამიანში სიყვარული ალი, რომელიც ერთ-ერთი ენაა მარადიული, უზენაესი ცეცხლისა, რომელსაც სიყვარული ჰქვია. მას ამ ცეცხლთან მთლიანად შეერთება სწადია და არა მარტო ამ ცეცხლისაგან მოცემულ, მოწყვეტილ ენად ყოფნა.
    მთლიანად შეერთება ამ ცეცხლთან - განღმრთობაა, - რისთვისაც ადამიანს დიდი ლტოლვისა და ვედრების გარდა, დიდი შინაგანი სისასტიკე მართებს საკუთარ თავთან; უარყოფა პირადისა და დავიწყება საკუთარისა, რაც საკუთარი თავის დიდი დამდაბლების გარეშე შეუძლებელია. ყოველი ადამიანი უნდა გიყვარდეს, ხედავდე მასში ძმას და მოყვასს და გახსოვდეს, რომ უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ ყველასთვის ევნო. ყველას სიყვარული ყველას მსახურებაა - სიბრძნით! რომელსაც ღმერთი აძლევს, ვისაც კი მიჰხედავს და შემოსავს ამხელა სიყვარულით.
    შეერთებამდე ადამიანი იღვწის და მთელი არსებით ისწრაფვის ღმერთთან განუშორებელ მყოფობისაკენ, ხოლო შეერთების შემდგომ - სიყვარულშია, სადაც დიდი დაყუდება, მშვიდობა და განსვენებაა. იქ მოღვაწება და სწრაფვაა, რადგან მოკლებულია მთლიანობასა და სისრულეს; ხოლო აქ, დიდი დაყუდება, მშვიდობა და განსვენებაა, რადგან სავსებაა და სავსებაშია.
    ყველაფერი კეთილად და საღმრთოდ უწერია იოანე სინელს, როდესაც ის ადამიანის სულის განვითარების საფეხურებს დიდებულად აღწერს; მაგრამ ერთი და საბოლოო, რომელიც გვირგვიანია ყოველივესი, აკლია; მას მხოლოდ სიყვარული - განღმრთობა ჰქვია.
    აქ, მხოლოდ სიყვარულია, სიყვარული და სხვა არაფერი. ადამიანი მთლიანად და განუშორებლად მყოფობს ღმერთთან, რაც სრული ერთობა. გონება ჩერდება, აზრები თავიდან სრულიად ქრება და უჩინარდება, აღარც არაფერს ფიქრობს, არამედ მხოლოდ ღმერთს ჭვრეტს და რასაც ღვთისაგან ხედავს და ისმენს, მას აკეთებს და ამბობს. განღმრთობილი ფლობს სიბრძნეს დასაბამითგან უკუნისამდე, ხოლო ვინ იყო განღმრთობილი, ეს ჩვენი საქმე არაა, ერთი კი ვიცით, იოანე ღვთისმეტყველი.
 
6