image

თემა: განკითხვა

ნუ განიკითხავ ნურც ერთ ცოდვილს, რომელიც თავს იქებს , ვინაიდან შესაძლოა, რომ ის, ვინც ამჟამად ბოროტია, მეყსეულად შეიცვალოს, როგორც სახარებისეული ავაზაკი. ასევე შენც, რომელიც ამჟამად კეთილისმყოფელი ხარ, შეიძლება, უეცრად ბოროტებაც ჩაიდინო, როგორც ეს იუდას დაემართა. თავად განკითხვაც უკვე ამპარტავნების გამოვლინებაა. პავლე მოციქული ამბობს: ,,შენ ვინ ხარ, რომ განიკითხავ სხვის მონასა? თვისისა უფლისა დგეს გინათუ დაეცეს, დგეს სამე, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი დადგინებად მისდა" (რომ. 14,4).
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები